“წულუკიანი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მისი თანაშემწე უნდა იყოს,” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აზრით, ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო სისტემას უკვე მიაყენა დიდი ზიანი შერჩევითი სამართლითა და ოპონენტების დევნით და შესაბამისად, ვინ გახდება ახალი თავმჯდომარე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

”ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ” ქართულ სასამართლო სისტემას უკვე მიაყენა უდიდესი ზიანი პოლიტიკური დევნით და შერჩევითი სამართლით, რასაც აკეთებენ და ახლა ამ ხელისუფლების მთავარი გამხმოვანებელი არის იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც ცხადად ამბობს იმას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მისი თანაშემწე უნდა იყოს. ასეთ პირობებში ვის შეარჩევს ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, პრაქტიკულად, აზრს მოკლებულია,” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – ზაქარია ქუცნაშვილს საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უმრავლესობაში კონსულტაციები არ გაუმართავს
შემდეგი სტატია„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი პოლიტიკისგან შორს უნდა იყოს,” – სესიაშვილი