ტუნისის ტერაქტზე ისლამურმა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა

ტუნისის ტერაქტზე ისლამურმა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა

ტუნისის ტერაქტზე ისლამურმა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობატუნისის ტერაქტის შედეგად, 37 ადამიანი დაიღუპა, 36 დაიჭრა.

ჯიჰადისტურმა ჯგუფმა «ისლამურმა სახელმწიფომ» საკუთარ თავზე აიღო გუშინ სუსის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მომხდარი ტერაქტი. როგორც «როუტერი» ავრცელებს, დაჯგფების ტვიტერის აკაუნტზე გამოჩნდა შეიარაღებული ბოევიკის ფოტო, რომელმაც სავარაუდოდ, ჩაიდინა ტერაქტი.
ჯიჰადისტები ამბობენ, რომ ფოტოზე ჰალიფატ აბუ იხია ალ-კაირუნია. «სოციალურ ქსელებში ჯიჰადისტებმა მომხრეებს მოუწოდეს რამადანის პერიოდში გააძლიერონ თავდასხმა» – წერს სააგენტო.
მოწოდების გამო ტუნისის მთავრობა ყველა მეჩეთის დახურვას აპირებს. ტუნისის პრემიერ-მინისტრის ჰაბიბ ეს-სიდის თქმით, დაიხურება დაახლოებით 80 მეჩეთი.
ქვეყნის შს მინისტრის ინფორმაციით, სროლა სტუდენტმა გახსნა. ის გამოიყურებოდა როგორც ტურისტი და ავტომატ კალაშნიკოს ქოლგაში ინახავდა. სასტუმროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მსროლელი მიზანში იღებდა სანაპიროს და ბასეინთან დამსვენებლებს, შემდეგ კი ბასეინში ყუმბარა ჩააგდო.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, აშშ-ს პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და სხვა მსოფლიო ლიდერებმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვს და ქვეყანას ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებას დაპირდნენ.

banner
წინა სტატიაშიყალბი სახელფასო ცნობების ფაქტზე თაღლითური ჯგუფი დააკავეს
შემდეგი სტატიასაბერძნეთი კრედიტორების მოთხოვნებზე რეფერენდუმს ჩაატარებს