საბერძნეთი კრედიტორების მოთხოვნებზე რეფერენდუმს ჩაატარებს

დღეს ბრიუსელში საბერძნეთის ახალ წინადადებას განიხილავენ

ბერძნებს ანაბრებიდან თანხები ინტენსიურად გააქვთთუკი ათენი კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწევს რეფორმების შესახებ, საბერძნეთი 5 ივლისს რეფერენდუმს ჩაატარებს იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რასაც ევროკავშირი, მსოფლიო და ევროპის ბანკები ითხოვენ მისგან».

«ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ყოველგვარი შანტაჟის გარეშე» – განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა ციპარისმა და გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა გერმანიის კანცლერი ანჰელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.

ამასთანავე ციპარისმა «გამომძალველობით ულტიმატუმსა» და «შანტაჟზე» ილაპარაკა და ბერძნებს მოუწოდა «მკაცრად და გადაწყვეტილად მისცენ ეკონომიკის მკაცრ კანონებს პასუხი».
ციპარისი საერთაშორისო კრედიტორების წინაშე თხოვნით გამოვიდა, რომ რამდენიმე დღით საბერძნეთის დახმარების პროგრამა გააგრძელონ, რომლის ვადა 30 ივნისს იწურება, რომ ბერძენმა ხალხმა შეძლოს «წნეხის და შანტაჟის» გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება.

ევროზონის სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის საკითხთან დაკავშირებით დღეს იკრიბებიან. წინასწარი ინფორმაციით, ქვეყნები მზად არიან «ერთი ნაბიჯი» გადადგან საბერძნეთისკენ.

banner
წინა სტატიაშიტუნისის ტერაქტზე ისლამურმა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: ეგონათ, რომ ებრძოდნენ სააკაშვილს, სინამდვილეში გააღარიბეს მთელი საქართველო