სოფელ ორჭოსანთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს (ფოტო)

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქართველებს შორის სოფელ ორჭოსანთან. ოკუპირებულ ტერიტორიასთან ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებიც დღეს 24 საათიანი აქციის გამართვას გეგმავდნენ.

ეს ტერიტორია დილიდან სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის მოხდა.

დაკავებულია აქციის მონაწილე რემდენიმე პირი. დანარჩენი აქტივისტები პლაკატებითა და დროშებით ადგილზე რჩებიან და მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ.

zona zona1

banner
წინა სტატიაში“საპროკურორო საბჭოში მოვიწვევთ საქართველოს ომბუდსმენს”- თეა წულუკიანი პროკურატურის რეფორმაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი არ სარგებლობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტით-ჩუბინიძე თარგამაძის ბრალდებებს პასუხობს