“საპროკურორო საბჭოში მოვიწვევთ საქართველოს ომბუდსმენს”- თეა წულუკიანი პროკურატურის რეფორმაზე საუბრობს

იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოში საქართველოს ომბუდსმენის შეყვანას ითხოვს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტში აქტიური მუშაობის შედეგად ახალი წესით არჩეული მთავარი პროკურორი ქვეყანას წლის ბოლოს ეყოლება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ვენეციის კომისია დადებით შეფასებას აძლევს, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ რეფორმა გაგრძელდეს, პარლამენტში აქტიური მუშაობის შედეგად მალე მოხდეს კანონის მიღება და წლის ბოლომდე საქართველოს ჰყავდეს ახალი წესით არჩეული მთავარი პროკურორი.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებში გარკვეული ცვლილებები შევა.

„საბჭოში უმრავლესობა ექნებათ პროკურორებს, რადგან პროკურორები პოლიტიკური ფიგურები არ არიან. შესაბამისად საბჭოში 8 პროკურორი გაჩნდება, რომელსაც აირჩევს საპროკურორო კონფერენცია. იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს საპროკურორო საბჭოს და იქნება ჩართული მთავარი პროკურორის შერჩევაში, უბრალოდ ერთის ნაცვლად ორ კანდიდატს წარუდგენს საბჭოს და თავად კანდიდატურების შერჩევის წესი იქნება ინკლუზიური. პარლამენტის როლის შესამცირებლად კი საბჭოში მოვიწვევთ ომბუდსმენს,“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: ირაკლი ალასანიას თავდაცვის კუთხით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი განზრახვები ჰქონდა
შემდეგი სტატიასოფელ ორჭოსანთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს (ფოტო)