ბიძინა ივანიშვილი არ სარგებლობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტით-ჩუბინიძე თარგამაძის ბრალდებებს პასუხობს

სახელმწიფო დაცვის სეპციალური სამახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე გივი თარგამაძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსიდან თანხები ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესისთვის იხარჯებოდა. ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ექსპრემიერი ივანიშილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტით არ სარგებლობდა.

“ბიძინა ივანიშვილს არანაირი მსგავსი დანახარჯი არ ჰქონდა, ის საერთოდ არ სარგებლობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტით. არ სარგებლობდა მისი თვითმფრინავით, ის ყოველთვის საკუთარი ხარჯებით იხდიდა თვითმფრინავთან დაკავშირებულ ხარჯებს. 2013 წლის ხარჯების გასაჯაროება ჩემი პრეროგატივა არ არის. თუ მეტყვიან ამის შესახებ, ვალდებული ვიქნები ეს ხარჯები გადავცე, ამის წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, რადგან ნდობის ჯგუფს შეუძლია ეს ნახოს და გარკვეული ნაწილი გაამჟღავნოს კიდევაც, რომელიც არ იქნება დაკავშირებული უსაფრთხოებასთან”, – განაცხადა ანზრო ჩუბინძემ.

banner
წინა სტატიაშისოფელ ორჭოსანთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს (ფოტო)
შემდეგი სტატია„შსს-ს წარმომადგენლებმა მოახდინეს პროვოკაცია,”-კობა ხაბაზი ორჭოსანთან თავისუფალი ზონის აქტივისტების დაკავებაზე საუბრობს