სომეხმა აქტივისტებმა დამჯდარი გაფიცვა შეწყვიტეს

ერევანში საპროტესტო აქციები უკვე მერადენე დღეა არ წყდება

სამოქალაქო მოძრაობა «არა ყაჩაღობას» აქტივისტებმა, რომლებიც სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას აპროტესტებენ, დამჯდარი გაფიცვის შეწყვეტა გადაწყვიტეს.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე მაქსიმ სარგსიანი ამბობს, ღამის დამჯდარი აქციები სრულდება. მომავალ გეგმებზე ჯერჯერობით უცნობია და ის დღეს, გვიან პრესკონფერენციის საშუალებით გასაჯაროვდება.
ამასთანავე, დემონსტრანტების მეორე ნაწილი, რომლებიც ბაგრამიანის მოედანზე არიან შეკრებილები, აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. შესაძლებელია «არა ყაჩაღობის» მონაწილეები ბაგრამიანის მოედნის აქციასაც შეუეთდნენ.
პროტესტანტებს შორის განხეთქილება კვირას, 28 ივნისს მოხდა, როცა «არა ყაჩაღობის» წევრები პოლიციის მოთხოვნებს დათანხმდნენ და ბაგრამიანის მოედნიდან თავისუფლების ქუჩაზე გადაინაცვლეს, ამასთანავე, მოედანზე დარჩენილებს პროვოკატორები უწოდეს, მათ კი თავის მხრივ, გამყიდველები.
პროტესტი ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით ერევანსა და სომხეთის რამდენიმე ქალაქში ერთი კვირაა მიმდინარეობს.
თავის მხრივ, ქვეყნის მთევრობა დათანხმდა გაზრდილი ტარიფის სხვაობა სახელმწიფომ გადაიხადოს. ელექტროკომპანია მიმდინარე მომენტში აუდიტორულ შემოწმებას გადის.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: უსაფრთხოების სამსახური გასამხედროებული უწყება არ იქნება
შემდეგი სტატიაეტლის მომხმარებელმა შშმ პირმა ნიუ-იორკის ბანკი გაქურდა