ლევან იზორია: უსაფრთხოების სამსახური გასამხედროებული უწყება არ იქნება

საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში არ გადის, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გასამხედროებული უწყება არ იქნება. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა , ჩანაწერი “გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემასთან” დაკავშირებით კანონპროექტიდან ამოღებულია.
მისივე თქმით, გათვალისწინებულია კრიტიკა, რომელიც საპოლიციო და უსაფრთხოების ფუნქციების მკვეთრად გამიჯვნის საკითხზე არსებობდა.
“ეს უზრუნველყოფილია მთელ რიგ ჩანაწერებში. მათ შორის ეს სპეციალური საშუალებების გამოყენებასაც ეხება”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
საკანონმდებლო პაკეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს.

banner
წინა სტატიაში„გამორთეთ კამერა, არ ვაკეთებ კომენტარს“ – ნარმანია დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციაზე
შემდეგი სტატიასომეხმა აქტივისტებმა დამჯდარი გაფიცვა შეწყვიტეს