საოკუპაციო ძალებმა სოფელ კნოლევში შუახნის მამაკაცი დააკავეს

საოკუპაციო ძალებმა სოფელ კნოლევში შუახნის მამაკაცი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ქარელის რაიონის მკვიდრი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

საკითხის განხილვა ორშაბათს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე იგეგმება.

„უკანონოდ იქნა დაკავებული ადგილობრივი მკვიდრი, თორთლაძე გვარად, რომელიც დავაზუსტეთ, რომ ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანენ. ორშაბათს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე ძირითადი საკითხი იქნება შექმნილი ვითარება და ამ საკითხსაც აუცილებლად დავაყენებთ,“ – განაცხადა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ენუქიძემ.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის აკვაპარკში სეზონი ოფიციალურად გაიხსნა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგორის მაჟორიტარი კონფლიქტისპირა სოფლების განსაკუთრებული მზრუნველობის ზონებად გამოცხადებას ითხოვს