გორის მაჟორიტარი კონფლიქტისპირა სოფლების განსაკუთრებული მზრუნველობის ზონებად გამოცხადებას ითხოვს

გორის მაჟორიტარი დეპუტატი ხელისუფლებას კონფლიქტისპირა სოფლებში განსაკუთრებული მზრუნველობის დროებით ზონებად გამოცხადებას ითხოვს.

დეპუტატი კონფლიქტის ზონაში იმყოფება და მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.

„მინდა, მივმართო მთავრობასა და პრემიერს, რომ გამოცხადდეს კონფლიქტის პირას სოფლები განსაკუთრებული მზრუნველობის დროებით ზონებად და საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს აქ არსებულ პრობლემატიკას.

“ვფიქრობ, რომ საქართვლოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს პრობლემები იქნას გადაჭრილი.

“გამომდინარე იმ შექმნილი ვითარებიდან, რომელიც განვითარდა ბოლო დღეებში, მე, როგორც გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრმა, გადავწყვიტე, რომ ეს დღეები ვიყო ამ სოფლის მოსახლეობასთან ერთად, რათა ოდნავ მაინც შევუმსუბუქო არსებული ტვირთი,“ – განაცხადა გორის მაჟორიტარმა, მალხაზ ვახტანგაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ძალებმა სოფელ კნოლევში შუახნის მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ისეთი ავანტიურისტები, როგორიცაა “თავისუფალი ზონა”, ანდრო ბარნოვი და სხვები, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები არიან