ანაკლიის აკვაპარკში სეზონი ოფიციალურად გაიხსნა (ვიდეო)

ანაკლიის აკვაპარკმა სეზონი ოფიციალურად გახსნა. აკვაპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, სოციალურად დაუცველმა და წარჩინებულმა ბავშვებმა გახსნეს, მათ მთელი დღის განამვლობაში აკვაპარკში დასვენება უფასოდ შეეძლებათ. აკვაპარკმა დღეს ბავშვებს სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, გურიიდან და იმერეთიდან უმასპინძლა.

ანაკლიის აკვაპარკი მთელი სეზონის განმავლობაში საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად მოემსახურება მომხმარებელს. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკვაპარკში შესავლა უფასოა, სხვა მომხმარებლებისთვის კი მთელი დღის განმავლობაში გადასახდელი თანხა 15 ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვნახეთ, სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგე, ვინმე ბარნოვის ქმედება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელს
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ძალებმა სოფელ კნოლევში შუახნის მამაკაცი დააკავეს