“საზღვარი არსებობს მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის,”- დავით საგანელიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმრავლესობაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს და ამის შესახებ გავრცელებულ ხმებს ოპონენტებისა და გარკვეული ორგანიზაციების სურვილად მოიხსენიებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებას არასწორ და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს.

“ჩემთვის არსებობს საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის, სხვა საზღვრებს არ ვცნობ, ეს არის დროებითი მოვლენა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე აღარ იქნება,”- განაცხადა დავით საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი სააკაშვილის პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნას უპერსპექტივოს უწოდებს
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი: თქვენი დღეები დათვლილია