ირმა ნადირაშვილი: თქვენი დღეები დათვლილია

პური გაუძვირეთ მოსახლეობას და ცდილობთ, რომ სანახაობა მაინც არ მოაკლოთ და ამის ნაწილია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა

თქვენი დღეები დათვლილია და ხელისუფლებაში დიდხანს ვეღარ დარჩებით, – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან დღეს ხელისუფლებას და მოუწოდა “თავგასულ ჩინოვნიკებს” მიხედონ.
ნადირაშვილმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ძველი და ახალი ავტომობილების ფოტოები წარმოადგინა.
“მაშინ როდესაც ლარი უფასურდება, თქვენ გყავთ ისეთი ჩინოვნიკები, რომლებიც ისევ პირად კომფორტსა და ფუფუნებაზე ზრუნავენ. მინდა წარმოგიდგინოთ ოზურგეთის გამგებლის ახალი მანქანა – მას სხვათაშორის, მშვენიერი ML ჰყავდა, მაგრამ, გადაწყვიტა რომ ახალი “ტოიოტა კრუიზერი” ეყიდა და რომ არავის შეეშალოს ვინ არის, სპეციალური ნომერიც აიღო – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებელი. მე მოგიწოდებთ, ასეთ თავგასულ ჩინოვნიკებს მიხედოთ, თორემ თქვენი დღეები რომ ნამდვილად დათვლილია და ხელისუფლებაში დიდხანს ვეღარ დარჩებით, ეს ფაქტია”, – მიმართა ნადირაშვილმა ხელისუფლებას.

banner
წინა სტატიაში“საზღვარი არსებობს მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის,”- დავით საგანელიძე
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვის მორიგი მუქარა