რუსეთი ბელორუსს 760 მილიონ დოლარ კრედიტს აძლევს

რუსეთის მთავრობამ ბელორუსისთვის 760 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო – ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განკარგულებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თანხა მომსახურების სფეროს და კრედიტების დასაფარავად არის განკუთვნილი, რომელიც რუსეთმა და ევროპის სტაბილიზაციის ფონდმა გამოუყო ბელორუსს.
კრედიტის დაფარვა 13 თანაბარი ნახევარწლიანი ციკლით იქნება შესაძლებელი ყოველი წლის 15 თებერვალსა და 15 აგვისტოს. ბელორუსი აღნიშნულ კრედიტს 2015 წლის 15 თებერვალს მორჩება.
გასულ კვირას რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ ბელორუსმა რუსეთს 3 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო ნიკა მელიას პასუხობს
შემდეგი სტატიაგორბაჩოვის ფონდმა მის ავადმყოფობაზე ინფორმაცია არ დაადასტრურა