ჯანდაცვის სამინისტრო ნიკა მელიას პასუხობს

თბილისში სტიქიის შედეგად ექვსი დაშავებული მოქალაქე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

ჯანდაცვის სამინისტრო ნიკა მელიას პასუხობს. როგორც ცნობილია, ნაციონალური მოძრაობის წევრმა დღეს თბილისში მომხდარი წყალდიდობისას დაზარალებული დოდო ოქრუაშვილი მოინახულა. ის მკურნალობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს. სტიქიის ღამეს მან ყველა საბუთი დაკარგა, რის გამოც პრობლემები შეექმნა კლინიკაში და იუსტიციის სახლი მას ვერც დაზარალებულთა ბაზაში აფიქსირებს. ნიკა მელიამ ჯანდაცვის მინისტრს და მერიას პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდა.

უწყების ინფორმაციით, საბუთების აღდგენა არ წარმოადგენს ამ ეტაპზე პრობლემას და პაციენტს ჩვეულებრივად შეუძლია მიიღოს მომსახურება.

“პირადი ნომერი ჩვენთვისაც ცნობილია და ქალბატონისთვისაც. იდენტიფიცირება არ იქნება გაძნელებული და ამდენად არც ამჟამად არც შემდგომში გეგმიური სტაციონარული მომსახურება ესაჭიროება, ასევე შესაბამისი დაფინანსებით მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში,” – განაცხადა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვის დეპარტამენტის უფროსმა მაია ხომერიკმა.

banner
წინა სტატიაშიდოიჩე ველე: რუსეთი საქართველოსთან შეთანხმებას არღვევს
შემდეგი სტატიარუსეთი ბელორუსს 760 მილიონ დოლარ კრედიტს აძლევს