რომელ ქართველს მისტირის პუტინი მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება. ყირიმში ჩასულმა პუტინმა სინანული გამოთქვა იმის გამო რომ უკრაინაში თანამდებობებზე უცხოელები ინიშნებიან.
„ვლადიმერ პუტინმა ყირიმში თავისი არაკანონიერი ვიზიტის დროს სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინაში თანამდებობებზე უცხოელები ინიშნებიან. იქნებ მე მეშლება რამე და ეს ის პუტინი არაა, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა ერთ ქართველთან, რომელიც 30 წელი მართავდა იმ ქვეყანას, რომელზეც ვლადიმერ პუტინი გამუდმებით დარდობს?“- წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმორიგი აფეთქება ტაილანდში – ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურთან ამოქმედდა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა ადგილზე დაჯარიმებით უნდა შეიცვალოს