მორიგი აფეთქება ტაილანდში – ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურთან ამოქმედდა

მორიგი აფეთქება ტაილანდის დედაქალაქში. ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ–ერთ მეტროსადგურთან ამოქმედდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რამდენიმე საათით ადრე კი უცნობმა მამაკაცმა მდინარეში ხელყუმბარა ისროლა. ამ შემთხვევის შედეგადაც არავინ დაშავდა.

ტაილანდის პოლიცია გუშინდელი აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. ის ფიგურირებს სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებში და სამართალდამცველების ვარაუდით, ტაძართან ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ მან დატოვა.

ამ აფეთქების შედეგად ბანგკოკის ცენტრში 22 ადამიანი დაიღუპა, 120–ზე მეტი კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3214 ლარი გახდა
შემდეგი სტატიარომელ ქართველს მისტირის პუტინი მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით