პოლონეთი აშშ-სგან მძიმე შეიარაღებას ელოდება

უახლოეს მომავალში ამერიკა პოლონეთის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის განთავსებას გეგმავს, მათ შორის ტანკების და საბრძოლო მანქანების – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ტომაშ სიმონიაკმა განაცხადა და თქვა, რომ შეთანხმება ამის შეასხებ მაისში, პენტაგონის ხელმძღვანელთან ეშტონ კარტერთან იქნა მიღწეული. თუკი ეს გეგმა, რომელიც თეთრმა სახლმა უნდა დაამტკიცოს, ასრულდება, მაშინ ცივი ომის შემდეგ პირველად მოხდება აშშ-ს ტექნიკის ვარშავის ხელშეკრულების წევრ ქვეყანაში განთავსება. «გადაწყვეტილება მალე მიიღება» – დაწერა სიმონიაკმა საკუთარ ტვიტერ გვერდზე და “ნიუ იორკ თაიმსში” დაბეჭდილი ინფორმაცია დაადასტურა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს ზომები «წლების და ათეული წლების» განმავლობაში იქნება განხორციელებული. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ სოციალისტურ ქვეყანაში შეიარაღების გარდა შესაძლებელია 5 ათასი სამხედროს ბაზირება მოხდეს. ეს სწრაფი რეაგირების ბრიგადა იქნება, რომელზეც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 2014 წლის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება. თუმცა, მძიმე ტექნიკის განთავსება, ისევე როგორც კონკრეტული ლოკაცია, თეთრმა სახლმა უნდა დაადასტუროს. «ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ აშშ რეგიონში არსებობდეს» – განაცხადა ტომაშ სიმონიაკმა. რუსეთმა არა ერთხელ გააკრიტიკა ამერიკული სამხედრო პოლიტიკა და ნატო ევროპული უსაფრთხოების სისტემის დარღვევაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიჩუღურეთის რაიონში ჩამოწოლილმა მეწყერმა 2 ოჯახის საცხოვრებელი დააზარალა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ბედნიერია ჩემი ქვეყანა ასეთი მომავალი თაობა რომ ჰყავს