ნინო ბურჯანაძე: ბედნიერია ჩემი ქვეყანა ასეთი მომავალი თაობა რომ ჰყავს

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

ბედნიერია ჩემი ქვეყანა, ასეთი მომავალი თაობა რომ ჰყავს, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “ფეისბუქზე” წერს.
“48 საათზე მეტი გავიდა საშინელი ტრაგედიიდან და თვითორგანიზებული ახალგაზრდობა არ ჩერდება. ასობით გადარჩენილი სიცოცხლე სწორედ მათი დამსახურებაა.
არ აქვს მნიშვნელობა ისინი მაშველები არიან, პოლიციელები, ხელისუფლების სტრუქტურების თანამშრომლები, რომელიმე პარტიის წევრები, თუ რიგითი მოქალაქეები. ისინი ყველანი საქართველოს მომავალი თაობაა – სავსე გულით, თანაგრძნობის და თანადგომის გაასმაგებული გრძნობით და მომავლის იმედით სავსე.
სამწუხაროდ ეს ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოჩნდა და არა რაიმე ძალიან სასიხარულო ამბავთან დაკავშირებით, თუმცა მიუხედავად ამისა ფაქტი ერთია – ბედნიერია ჩემი ქვეყანა ასეთი მომავალი თაობა რომ ჰყავს. იმედია ასეთი უბედურება აღარ განმეორდება და მხოლოდ სასიხარულო საქმეებში გამოიჩენს თავს ახალგაზრდობა!”, – წერს ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი აშშ-სგან მძიმე შეიარაღებას ელოდება
შემდეგი სტატიახვალიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში გამოსაშვები გამოცდები დაიწყება