ჩუღურეთის რაიონში ჩამოწოლილმა მეწყერმა 2 ოჯახის საცხოვრებელი დააზარალა

ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის 74 ნომერში მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სტიქიამ 2 ოჯახის საცხოვრებელი დააზარალა, 6 მეტრიანი კედლის ჩამონგრევამ კი სახლამდე მისასვლელი გზა ჩახერგა. ადგილობრივების განცხადებით არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, რის გამოც წვიმის დროს მუდმივად ზიანდება სახლის კედლები.

დამეწყრილი ზონა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დაათვალიერა და ადგილობრივებს დახმარებას დაპირდა.

ზურაბ ჩიკვილაძის განმარტებით, მეწყერი მოსალოდნელი იყო ძლიერი წვიმების შემდეგ.

banner
წინა სტატიაში“მზიურში” ნაპოვნი გარდაცვლილი გოგონა ივლიტა ჯიბუტია
შემდეგი სტატიაპოლონეთი აშშ-სგან მძიმე შეიარაღებას ელოდება