პეტრე პოროშენკო: ახალი საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელად ზღულაძეს ვხედავ

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყნის პოლიციის ხელომძღვანელის პოსტზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ეკა ზღულაძეს ხედავს. ამის შესახებ პოროშენკომ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

“ახალი საპატრულო სამსახური, რომლის შექმნაშიც ეკა ზღულაძე იყო ჩართული, უკვე რამდენიმე კვირაში დაასრულებს გზებზე ფულის ლეგენდარული აღების ტრადიციას. დაწყებულია კანონების მიღება და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესი. ერთმანეთისგან გამოიყოფა ძალოვანი სტრუქტურის პოლიტიკური ფუნქციები, შეიქმნება მუნიციპალური სამსახური და ახალი პოლიცია. მის მომავალ “, – განაცხადა პოროშენკომ.

ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გასული წლის ბოლოს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიჩუმლაყის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გამგეობასთან ნახირი მიიყვანა
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: პირველ ეტაპზე ქონება დაუბრუნდება მათ, ვისი ქონებაც სახელმწიფოს ხელშია