ჩუმლაყის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გამგეობასთან ნახირი მიიყვანა

naxiri-Tbilisi

ჩუმლაყის მოსახლეობა გასხვისებული საძოვრების უკან დაბრუნებას ითხოვს. პროტესტის ნიშნად დღეს მესაქონლეებმა სოფლის მსხვილფეხა საქონელი საძოვრის ნაცვლად გამგეობასთან მიიყვანეს. აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე წლის წინ მიწები ისე გაუყიდეს, რომ მათთვის არაფერი უკითხავთ. ამჯერად კი, ერთადერთი საძოვარი, რომელსაც ისინი იყენებდნენ, კერძო მფლობელმა დაამუშავა.

აქციის მონაწილეებთან გურჯაანის რაიონის გამგებელი მივიდა, რომელიც ადგილობრივებს ალტერნატიულ საძოვარს სთავაზობს.

მესაქონლეები პრობლემის მოგვარებას სამი დღის ვადაში ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციის გამართვას უკვე გურჯაანის გამგეობასთან აპირებენ.

banner
წინა სტატიაშისაცხოვრებელი ფართი კიდევ 269 დევნილ ოჯახს დაუკანონდა
შემდეგი სტატიაპეტრე პოროშენკო: ახალი საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელად ზღულაძეს ვხედავ