ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან ქართული დროშა ჩამოხსნეს

ხურვალეთში, იქ, სადაც ქართული დროშა ჟურნალისტებმა აღმართეს, ე.წ. მესაზღვრეები მივიდნენ და ქართველ და უცხოელ კორესპონდენტებს სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პატიმრობით დაემუქრნენ.

ე.წ საზღვარზე ქართული დროშის ჩამოხსნის პროცესში საოკუპაციო რეჟიმის სასაზღვრო დეპარტამენტის თავმჯდომარე რობერტ გაზაევიც მონაწილეობდა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია სამხრეთ ოსეთს რესპუბლიკას ეკუთვნის და საზღვრის დარღვევის შემთხვევაში ისინი შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ.

„ორშაბათს გაიმართება შეხვედრა და ამ საკითხს განვიხილავთ, სხვას ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა გაზაევმა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საკოკუპაციო ხაზთან ამერიკელი და ქართველი ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაში„არამც და არამც არ უნდა გვქონდეს აგრესიული რიტორიკა და არ გვინდა ურა პატრიოტიზმი“
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფომ ხელი შეგვიწყოს ოლიმპიური ფესტივალის მშვიდ გარემოში ჩატარებაში”