“მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფომ ხელი შეგვიწყოს ოლიმპიური ფესტივალის მშვიდ გარემოში ჩატარებაში”

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ოლიმპიური ფესტივალის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ოლიმპიური ფესტივალისთვის განსაკუთრებულად ემზადება.

პრემიერის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადის დროს, მაქისმალურად ფრთხილად მოეკიდა მთავრობა იმას, რომ ის მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო.

“ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებში. ახლა ჩვენთან ტარდება ოლიმპიური ფესტივალი და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფომ ხელი შეგვიწყოს მის მშვიდ გარემოში ჩატარებაში. სოჭის ოლიმპიადის დროს ჩვენ მაშინ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით მოვეკიდეთ იმას, რომ ოლიმპიადა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან ქართული დროშა ჩამოხსნეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში “გლობალ ალიანსი” დაეხმარება