ოზურგეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ქალაქ ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე “რომპეტროლის” ბენზინგასამართი სადგური ამ დილით დააყაჩაღეს.

“დილის დაახლოებით ხუთ საათზე შემოვარდა რამდენიმე ნიღბიანი შეიარაღებული პირი და მორიგე პერსონალი აიძულეს მიეყვანათ სეიფთან, სადაც ინახებოდა თანხა, იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობა, ამ დროს ერთ ერთმა ოპერატორმა, ჩუმად შეძლო განგაშის ღილაკის ჩართვა, მოვიდა დაცვის პოლიცია და თავდამსხმელებმა, რაც მორიგეებს თან თანხა ჰქონდათ-დაახლოებით 300 ლარი წაიღეს და წავიდნენ”, – განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმე აღძრულია სსკ 179- მუხლის მეორე ნაწილით, მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატიადანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა საკითხიც დაისვა