პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, 57 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

მისივე თქმით, 21 მსჯავრდებულის სასჯელი კი სხვადასხვა ოდენობით შემცირდება – ზოგს გაუნახევრდება, ზოგს კი სასჯელის ერთი მესამედი მოაკლდება.

ქორიძის თქმით, შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის განზრახ მკვლელობის მუხლით მხოლოდ ერთი მათგანია მსჯავრდებული. მას სასჯელი გაუნახევრდა.

როგორც ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეწყალების კომისიამ სულ 460 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დააფიქსირეს
შემდეგი სტატიაოზურგეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს