ოზურგეთის სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის წევრები გაამართლა

ანტისამთავრობო ბანერის გამოფენისათვის დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრები, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა. მოსამართლე ბიძინა სტურუა ბრალდებულების მიმართ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, პოლიციას კი ჩამორთმეული ბანერის დასაბრუნებლად 10 დღიანი ვადა მისცა.

“ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის სამი წევრი, ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია , 15 სექტემბერს, ბანერის “მატყუარა მთავრობა”, გამოფენისთვის დააკავეს. აქტივისტებმა, ამ ფორმით, ოზურგეთში, პრემიერ ღარიბაშვილის ჩასვლა გააპროტესტეს.

banner
წინა სტატიაშიგორის საკრებულომ სტალინის ძეგლის დადგმას მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიაკახა კალაძის ცოლის ძმა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს