გორის საკრებულომ სტალინის ძეგლის დადგმას მხარი არ დაუჭირა

საკრებულოს გადაწყვეტილებით გორში სტალინის ძეგლი არ დაიდგმევა.

სხდომაზე მყოფი 14 დეპუტატიდან ძეგლის დაბრუნებას ხმა, მხოლოდ ერთმა, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრმა მისცა. სტალინის ძეგლის, მუზეუმის წინ დადგმის ინიციატორი ა(ა)იპ “გორელები” გახლდათ.

ორგანიზაციამ გორის მერს თხოვნით 18 სექტემბერს მიმართა, რის შემდეგაც მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა საკითხის შესწავლა საკრებულოს დაავალა.

banner
წინა სტატიაში,,პრემიერმა ნათლად და მკაფიოდ მიუტანა საერთაშორისო საზოგადოებას ქართველი ხალხის გზავნილი”
შემდეგი სტატიაოზურგეთის სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის წევრები გაამართლა