კახა კალაძის ცოლის ძმა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

კალაძე არეშიძეს გადადგმომას კიდევ ერთხელ ურჩევს: თანამდებობის გარეშეც შეუძლია იყოს წარმატებული

კახა კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიაში მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები.

საკრებულოს ოპოზიციას ქონდა მოლოდინი, რომ მათ შორის ერთ-ერთი მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი იქნებოდა.

ვიცე-პრემეირმა კახა კალაძემ მას ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან წასვლა ურჩია. გიორგი არეშიძე დღეს სიძის რჩევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პატივს სცემს ღირსეული ადამიანების რჩევას, თუმცა არსად აპირებს წასვლას.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის წევრები გაამართლა
შემდეგი სტატიადეპუტატებს შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა