“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისა და აქტივისტების მიერ გადმოფენილი ბანერი “მატყუარა მთავრობა” ჩამოხსნილია

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისა და აქტივისტების მიერ “ჭადრების ბაღის” წინ მდებარე კორპუსიდან გადმოფენილი ბანერი – “მატყუარა მთავრობა” პოლიციამ უკვე ჩამოხსნა. ადგილზე სამართალდამცველებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის სამი წევრი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც 50 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

შეგახენებთ, ოზურგეთში ალეგრობის სახალხო დღესაწაული აღინიშნება, რომელსაც პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.

banner
წინა სტატიაშიჯვარი-მესტიის გზაზე მიმდინარე აქციაზე მონაწილეებს და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა
შემდეგი სტატიაოზურგეთში თავისუფალი ზონისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს