ოზურგეთში თავისუფალი ზონისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს

პოლიციამ ოზურგეთში თავისუფალი ზონისა დ ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავა. დაკავებულები არიან თავისუფალი ზონის აქტივისტები ილია მალაზონია და ბესო ქათამაძე, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ბიუროს თავმჯდომარე დავით მჟავანაძე.

დაკავების მიზეზი ბანერი გახდა, წარწერთი „მატყუარა ხელისუფლება“. დაკავებულებმა ბანერი თეატრალურ მოედანთან მდებარე საცხოვრებელ შენობაზე დაკიდეს.

დაკავებულები ოზურგეთის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისა და აქტივისტების მიერ გადმოფენილი ბანერი “მატყუარა მთავრობა” ჩამოხსნილია
შემდეგი სტატიადე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს კეტავს