ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი, როგორც ვაზიანის, ისე კრწანისის ეროვნულ ცენტრს მოიცავს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი, როგორც ვაზიანის, ისე კრწანისის ეროვნულ ცენტრს მოიცავს. წინასწარი ინფორმაციით, ცენტრი, სავარაუდოდ საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში გაიხასნება, რომელიც ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 -ის დახურვის ცერემონიალზე ჩამოდის.
“სასწავლო ცენტრის მდებარეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ლოკაცია, ერთი შენობა. ეს იქნება სასწავლო ცენტრი, რომელიც შეიცავს რამდენიმე სიმულაციურ და სასწავლო-ტაქტიკურ რაიონებს, რომლებშიც მოხვდება როგორც კრწანისის ეროვნული ცენტრი, ასევე ვაზიანის ტაქტიკური ველი და სასროლეთი”, – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
ნატო-საქართველოს საერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნა ნატო-ს უელსის სამიტზე გადაწყდა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე, არასამთავრობოებმა იანოშ ჰერმანს მიმართეს
შემდეგი სტატიავახტანგ კაპანაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის უსაფრთხოების კონფერენცია აუცილებლად ჩატარდება