ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის უსაფრთხოების კონფერენცია აუცილებლად ჩატარდება

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის უსაფრთხოების კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და იგი მოგვიანებით აუცილებლად ჩატარდება.
როგორც ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, კონფერენცია გასაგები მიზეზების გამო გადაიდო და ჯერჯერობით მისთვის უცნობია კონფერენციის ჩატარების თარიღი.
“თარიღს და ვადებს ვერ მოგახსენებთ, საორგანიზაციო დეტალები ჩემი კომპეტენცია არ არის. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციების ჩატარება და დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ ეს კონფერენცია აუცილებლად ჩატარდება”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში მიმდინარე წლის 26-28 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სტიქიის გამო გადაიდო.

banner
წინა სტატიაშინატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი, როგორც ვაზიანის, ისე კრწანისის ეროვნულ ცენტრს მოიცავს
შემდეგი სტატიათვითმკვლელობა თბილისში- გარდაცვლილი ჯანყარაშვილის ცოლის ძმაა