მურმან დუმბაძე – “ერმაკოვის ბუტკები” იმ ადგილიდან მოშორებულია

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემთვის მურმან დუმბაძე, ჯემალ ფუტკარაძე და მედეა ვასაძე ჩვეულებრივი მოღალატეები არიან

საზოგადოების წნეხის შედეგად “ერმაკოვის ბუტკები” იმ ადგილიდან მოშორებულია, – ასეთი განცხადება დეპუტატმა მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ქალაქ ბათუმში მსგავი ჯიხურების განთავსებას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის მკაცრი რეაქცია მოჰყვა.
“კატეგორიული წინააღმდეგო ვიყავი, რომ მერიებში ადამიანები ზემოდან ქვემოთ დაინიშნონ. სტრუქტურებში ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ, რომელთაც საზოგადოებაში გარკვეული ავტორიტეტი აქვთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერმაკოვი ამ ბუტკების განთავსებას ღარიბაშვილს შეუთანხმებდა, მაგრამ ამას ივანიშვილის მკაცრი რეაქცია მოჰყვებოდა და ერმაკოვმა გადაწყვეტილება შეცვალა. მერმა გადაწყვეტილება კოლეგიალურ ორგანოსთან ერთად უნდა მიიღოს, რადგან ერთ დღეს მღებული გადაწყვეტილება როცა მეორე დღეს შეცვლილია, ეს ნიშნავს, რომ თვითმმართველი ქალაქი და მისი მერი არ არსებობს. დედაქალაქიდან ვიღაცამ დაურეკა და მერმა მიიღო გადაწყვეტილება. შემდეგ უფრო დიდმა მერმა დაურეკა და აიღეს”, – განაცხდა მურმან დუმბაძემ.
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სუვენირების 10-მდე ჯიხური წუხელ აიღეს.

banner
წინა სტატიაშიგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოები ხუთნახევარი მილიონი დაუჯდება
შემდეგი სტატია“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე პრინციპული საკითხი გაზიარებულია