“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე პრინციპული საკითხი გაზიარებულია

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტში სერიოზული ცვლილებები აისახა, რამდენიმე მნიშვნელოვანი, პრინციპული საკითხი გაზიარებულია , – ამის შესახებ პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მან კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ გუშინდელი საკომიტეტო მოსმენების დროს კანონპროექტის თავდაპირველმა ვერსიამ “საკმაოდ სერიოზული ცვლილებები განიცადა იმ მიმართულებით, რაც ინიციატივასთან დაკავშირებით დაისვა”.
უსუფაშვილის თქმით, პოლიტიკური ჯგუფების თხოვნით, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებების განხილვას პარლამენტი დღეს, 16:00 საათიდან დაიწყებს.
“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორები შენიშვნების ძირითადი ნაწილის გათვალისწინებას დასთანხმდნენ.
როგორც ოთხი კომიტეტეის გაერთიანებული სხდომის ბოლოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, მოხდება იმ შენიშვნების გაზიარება, რომელიც საბანკო სექტორის საზედამხედველო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებას ეხება.
“ვეთანხმებით ვარიანტს, საბჭოს წევრები პარლამენტმა აღარ წარადგინოს. საბჭოში იქნება ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კიდევ ერთი ადგილი დამატებით ეძლევა ეროვნულ ბანკს – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან წარმომდგენლის შეყვანის მიზნით, საბჭოს ხუთ წევრს წარმოადგენს მთავრობა და დაამტკიცებს პარლამენტი”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მისივე თქმით, ასევე გაზიარებულია შეთავაზება, რომ სააგენტოს საბჭოს ხელმძღვანელი საბჭოს წარდგენით პარლამენტმა დაამტკიცოს.
პროექტის ავტორებმა პროექტში სხვა შენიშვნების ასახვის მზადყოფნაც დაადასტურეს.

banner
წინა სტატიაშიმურმან დუმბაძე – “ერმაკოვის ბუტკები” იმ ადგილიდან მოშორებულია
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს