ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3214 ლარი გახდა

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3214 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3214 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3206 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში კი მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5677 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5754 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის მუნიციპალიტეტში ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება
შემდეგი სტატიამორიგი აფეთქება ტაილანდში – ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურთან ამოქმედდა