მიხეილ სააკაშვილი – აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგების გადაწყვეტილება 99%-ით მზადაა

მიხეილ სააკაშვილი მთავრობაში დაბრუნებას დაპირდა ქართველ ხალხს

აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგების საკითხზე გადაწყვეტილება უკვე 99 პროცენტით მზადაა, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “მეხუთე არხის” ეთერში განაცხადა.
“მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ აშშ-სთან ერთად განვიხილავთ, ეს უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგებაა. თითქმის ყველა ჩვენს მხარესაა. მათ შორის საზოგადოებრივი აზრიც. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იქნება ძლიერი სიგნალი იმისათვის, რომ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ” , – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კიევისთვის სამხედრო იარაღის მიწოდების შესახებ გასულ კვირას აშშ-ის კონგრესში მორიგი კანონპროექტი დარეგისტრირდა. დოკუმენტის მიხედვით, მისი დამტკიცების შემთხვევაში აშშ-ის ექნება უფლება უზრუნველყოს უკრაინის არმია წვრთნით, საჭირო აღჭურვილობით და იარაღით და გაუწიოს მას ლოჯისტიკური და ტექნიკური დახმარება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბაქრაძე – ჩვენ შემდგომშიც ვიზრუნებთ იმაზე, ფასების სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – ერთი უსამართლობა დავამარცხეთ ახალციხეში, ხვალ დიდ უსამართლობას დავამარცხებთ მთელ საქართველოში