ირაკლი ალასანია – ერთი უსამართლობა დავამარცხეთ ახალციხეში, ხვალ დიდ უსამართლობას დავამარცხებთ მთელ საქართველოში

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია

ახალციხის სასამართლომ “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი შალვა გოგოლაძე საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ აღადგინა. როგორც პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
“დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი უსამართლობა დავამარცხეთ ახალციხეში. ხვალ დიდ უსამართლობას დავამარცხებთ მთელ საქართველოში. სწორედ ამ განწყობით ვართ დღეს არა მარტო “თავისუფალი დემოკრატები”, არამედ მთელი ახალციხის საზოგადოების დიდი ნაწილი. ძალიან ამაღლებულ განწყობაზე ვართ, რომ სასამართლომ ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და შალვა გოგოლაძე აღადგინა თანამდებობაზე. ის იქნება კვლავ საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე შალვა გოგოლაძე, თანამდებობიდან მის გადაყენებას პოლიტიკური ნიშნით ხსნიდა. სასამართლოს მან სწორედ კომისიის თავმჯდომარედ აღდგენის მოთხოვნით მიმართა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგების გადაწყვეტილება 99%-ით მზადაა
შემდეგი სტატიაადმინისტრაციულ ჯარიმაზე გამოცხადებული ამნისტია ამოქმედდა