მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეპარტამენტის ახალ უფროსს შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პრემიერ–მინისტრმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია რეგიონების განვითარებასა და რეგიონში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე. გიორგი ამაშუკელმა პირველი დავალება მიიღო მთავრობის მეთაურისგან – დაინტერესდეს ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოებით და აქტიურად ჩაერთოს რეგიონებში მიმდინარე პროცესებში. გიორგი ამაშუკელმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი ამაშუკელი დღემდე იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დამთავრებული აქვს თსუ-ის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და ლივერპულის ჯონ მურსის სახელობის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), მაგისტრის ხარისხი–სპეციალობა: ბიზნეს და კომერციული სამართალი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობამ ტელედებატები წააგო – აცხადებს თამაზ ხუბუა
შემდეგი სტატიააშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში რიგით მე-8 შეხვედრა აშშ-ში დღეს გაიმართება