„მე გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ხელოვნური ბარიერები დაინგრევა“

თუ დააჯერებენ მოსახლეობას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ შეკრული ვარ, გააძლიერებენ „ნაცმოძრაობას“

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

პრეზიდენტი ნიქოზში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

“ჩვენ მოვიხსენიეთ გმირი მებრძოლების სულები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეირჩუნეს ჩვენი სამშობლო. დღეს ჩვენ ცხინვალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ვიმყოფებით და გვყოფს აბსოლუტურად ხელოვნური ოკუპაციის ხაზი, რომელსაც გადავლახავთ შერიგებით. ჩვენ ნამდვილად გავაერთიანებთ საქართველოს და გავერთიანდებით იმ ადამიანებთან, რომლებთანაც გაყოფილები ვართ უაზრო, იმპერიალისტური ამბიციებიდან გამომდინარე. ოკუპაცია ისტორიული ანომალია და უსამართლობაა, რომელსაც ვერ შეეგუება ვერც ქართველი ერი და ვერც თანამედრვე მსოფლიო, რადგან ის არის ხელოვნური. ასეთი ხელოვნური ხაზები არაერთი არსებულა ისტორიაში, მაგრამ მე გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ხელოვნური ბარიერები დაინგრევა”, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ეპარქიის საკათედრო ტაძარის მოძღვარმა მამა გიორგიმ გადაიხადა. პანაშვიდს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე და სამხედრო საკითხებში აკია ბარბაქაძე, ასევე შიდა ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში ბაბუშერადან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
შემდეგი სტატია,,არასდროს წახვიდე ღირებულებების კომპრომისზე” –სააგენტო GHN-ი დამფუძნებელმა დატოვა