,,არასდროს წახვიდე ღირებულებების კომპრომისზე” –სააგენტო GHN-ი დამფუძნებელმა დატოვა

ახალი ამბების სააგენტო GHN-ი მისმა დამფუძნებელმა და რედაქტორმა თემურ ჭუმბურიძემ დატოვა. წასვლის შესახებ ინფორმაცია ჭუმბურიძემ სოციალური ქსელით გამოაქვეყნა. ,,თაიმერი” ,,პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:

,,ჩემო მეგობრებო, თავს არ შეგაწყენთ, გავაკეთებ ერთ პატარა განცხადებას: 10 წლის შემდეგ მე ვტოვებ სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენს”… ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ის მეგობრები გაიგებენ, რომლებიც რეალურად მიცნობენ..
ისევე, როგორც ყველა ადამიანს, მეც ჩემი ღირებულებები მაქვს ცხოვრებაში. ჰოდა, სწორედ ამ ღირებულებების გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება…
მადლობა მინდა გადავუხადო სააგენტოს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ყოველთვის და განსაკუთრებით უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში აცნობიერებდნენ ჩემი მდგომარეობის სიმძიმეს და იდგნენ ჩემ გვერდით.
მადლობა ყველა ჩემს მეგობარს ურთულეს ვითარებაში გვერდში დგომისთვის.
უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიმითითებდნენ, რომ საქმე და სხვა ღირებულებები ერთმანეთში არ უნდა ამერია, მაგრამ შემიძლია ახლა ვუპასუხო მათ, რომ საქმეს ღირებულებები ქმნიან, თანაც სწორი, სამართლიანი…
ჩემს გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური და სხვა შინაარსის სარჩული არა აქვს, ეს პირადი გადაწყვეტილებაა და ეფუძნება მხოლოდ ერთ რამეს – არასდროს წახვიდე ღირებულებების კომპრომისზე.
მიხარია, რომ ბატონი გოჩა მირცხულავა 8 თვის შემდეგ, სამი დღეა, დაუბრუნდა საქმეს. მე მას ყველაფერი დავახვედრე ისე, როგორც ეს შევძელი. მადლობა ყველას. დიდი იმედი მაქვს, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს…”– წერს თემურ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაში„მე გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ხელოვნური ბარიერები დაინგრევა“
შემდეგი სტატიარუსთავი 2 მოსამართლის განჩინების გასაჩივრებას ვერ ახერხებს