“მეწყერსაშიში ზონები გააქტიურებულია, ძლიერი წვიმის შემთხვევაში საშიშროება არსებობს”

სეისმოლოგ თეა გოდოლაძის განცხადებით ვერეს ხეობაში სახიფათო ვითარება კვლავ ნარჩუნდება, რადგან ამინდის გაუარესების შემთხევაში, მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე არსებობს.

როგორც გოდოლაძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, აუცილებელია საფრთხეების შეფასება ხდებოდეს, რათა რისკები შემცირდეს..

„იმის გამო, რომ რეგიონში ჭარბი და უხვი ნალექი მოვიდა, მეწყერ საშიში ზონები გააქტიურებულია, აქედან გამომდინარე, ძლიერი წვიმის შემთხვევაში საშიშროება არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა აღჭურვილი იყოს მონიტორინგის თანამედროვე სისტემებით. სტიქია არის პროცესი და როდესაც აღნიშნულ პროცესზე უფრო მეტი ვიცით, რისკებს ვამცირებთ. პირველ რიგში კი, მეწყერსაშიში ზონების იდენტიფიკაცია და მათი თანამედროვე მეთოდებით რაოდენობრივი შეფასება უნდა მოხდეს, ასევე უნდა მოხდეს იმ საშიშროების დადგენა, რაც თითოეულ ამ მეწყერს გააჩნია“, – აღნიშნა სეისმოლოგმა.

თეა გოდოლაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისში უამრავი მეწყერსაშიში ადგილია, რაც ქალაქის დაგეგმარებისას უნდა იქნას გათვალისწინებული.

„თბილისში უამრავი მეწყერსაშიში უამრავი ადგილია იგივე გლდანულას ხეობა, გოთუას ქუჩა და ა.შ. სამშენებლო კუთხით ქალაქის დაგეგმარებისას ეს პრობლემები გათვალისწინებული უნდა იყოს, რასაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არ გათვალისწინებენ“, – განაცხადა გოდოლაძემ.

banner
წინა სტატიაშისპეციალურმა ჯგუფებმა ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ვეფხვის კვალი ვერ აღმოჩინეს
შემდეგი სტატიამტკვარმა ზოლებიანი აფთარი გამორიყა ?!