სპეციალურმა ჯგუფებმა ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ვეფხვის კვალი ვერ აღმოჩინეს

ეთნოგრაფიული მუზეუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შემოწმების შედეგად ადგილზე ვეფხვის კვალი არ აღმოჩნდა.

სპეციალური ჯგუფები მონადირეებთან და ძაღლებთან ერთად ტერიტორიას რამდენიმე საათის განმავლობაში ამოწმებდნენ.

როგორც კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ გუშინდელი ღამის შემდეგ 112-ში 50-მდე ზარი შევიდა და თითოეულ მათგანზე რეაგირება მოხდა. არცერთ შემთხვევაში არც მტაცებელი და არც ნაკვალევი არ იქნა აღმოჩენილი.

კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაში,,ახალმა თაობამ წესიერი ადამიანის პერსპექტივა უნდა დაინახოს,,
შემდეგი სტატია“მეწყერსაშიში ზონები გააქტიურებულია, ძლიერი წვიმის შემთხვევაში საშიშროება არსებობს”