მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის” მშენებლობა ხვალიდან დაიწყება

20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” სამშენებლო სამუშაოები, ხვალ გაიხსნება. როგორც “თაიმერს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, 23-ე მეტროსადგურის მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გახსნიან.
20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მეტროს მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განაახლა. პროექტის განხორციელების შედეგად გაკეთდება ახალი მეტროსადგური, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ “უნივერსიტეტამდე”. ასევე, პროექტის ფარგლებში დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად 1050 ადამიანია დაკავებული
შემდეგი სტატიადავით ხუროშვილი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება