დავით ხუროშვილი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ენუქიძის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან 25 ივლისს გატაცებული დავით ხუროშვილი ჯერ არ გაუთავისუფლებიათ.

როგორც ენუქიძემ  განაცხადა, დავით ხუროშვილი ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან 45 წლის დავით ხუროშვილი 25 ივლისს გაიტაცეს. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარაუდობდა, რომ ხუროშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი 27 ივლისს გაიმართებოდა და ის ცხინვალს იმავე დღეს დატოვებდა.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის” მშენებლობა ხვალიდან დაიწყება
შემდეგი სტატია,,დღეს რუსეთში აფხაზური ღვინო უფრო დიდი რაოდენობით შედის, ვიდრე ქართული”