თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად 1050 ადამიანია დაკავებული

თურქეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული ადამიანების რიცხვი 1050-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის მთავრობის აპარატი ავრცელებს.
ანტიტერორისტული ოპერაცია თურქეთის 34 პროვინციაში მიმდინარეობს. დაკავებულები არიან პირები, რომლებიც რაიმე სახით არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში. ორი დღის წინანდელი ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა 600-მდე ადამიანს შეადგენდა.
თურქეთის ხელისუფლებამ გასულ პარასკევს “ისლამური სახელმწიფოსა” და ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამამ ამჯერად კენიაში აცეკვდა (+ვიდეო)
შემდეგი სტატიამეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის” მშენებლობა ხვალიდან დაიწყება