მესი ,,ბარსელონას,, მთავარი მწვრთელის განთავისუფლებას ითხოვს

10922051_399426156884244_306286961_n,,ბარსელონას,, ფეხბურთელი ლეონელ მესი, მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს განთავისუფლებას ითხოვს… ამის შესახებ, სანდო წყაროზე დაყრდნობით ესპანური სპორტული ვებ-გვერდი იტყობინება. მესისა და ლუის ენრიკეს შორის ურთიერთობა, გასულ კვირას ,,რეალ,, სოსიედადთან წაგებული, გასვლითი მატჩის შემდეგ დაიძაბა, რასაც მეორე დღესვე მესის მიერ ვარჯიშის გამოტოვება მოჰყვა… იტყობინება გამოცემა. ამ მომენტისათვის კი, გამოცემის ცნობით, მესი ულტიმატუმს უყენებს გუნდს და აცხადებს, რომ ან ის, ან ლუის ენრიკე დარჩება ბარსელონაში. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ბარსელონას კლუბის ხელმძღვანელობა დათანხმდება მესის მოთხოვნებს და 11 იანვარს, მადრიდის ,,ატლეტიკოსთან,, მატჩის შემდეგ გაანთავისუფლებს მთავარ მწვრთნელს. ესპანური პრესა, მესისთან ლონდონური ,,ჩელსის,, აგენტების ფარულ მოლაპარაკებაზეც ავრცელებს ინფორმაციას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: გვახსოვს, როგორი მხარადაჭერა გამოიჩინა ფრანგმა ხალხმა აგვისტოს ომის დროს
შემდეგი სტატიატერორისტმა ძმებმა კუაშებმა, ერთადერთი მძევალი უვნებლად გაუშვეს