ტერორისტმა ძმებმა კუაშებმა, ერთადერთი მძევალი უვნებლად გაუშვეს

ტერორისტმა ძმებმა კუაშებმა, ერთადერთი მძევალი უვნებლად გაუშვესროგორც, ,,სკაი ნიუსისათვის,, მიცემულ ინტერვიუში, ძმები კუაშების უკანასკნელი თავშესაფრის, სტამბის მეპატრონე და ერთადერთი მძევალი მიშელ კატალანო აცხადებს, 9 იანვარს დილის ცხრის ნახევარზე, მას სტამბის კარზე კაკუნის ხმა მოესმა… მან კარის გაღებამდე ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა ორი ადამიანი, რომელიც კალაშნიკოვის ავტომატითა და ყუმბარმტყორცნით იყო შეიარაღებული… ,,მე მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე და უმალ ჩემს სტამბაში მყოფ ერთადერთ თანამშრომელს, ლილიან ლეპერს დავუყვირე, რომ დამალულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ გავაღე კარი. როცა ისინი შემოვიდნენ ვიფიქრე, რომ ეს ჩემი დასასრული იყო, მაგრამ მათ მითხრეს, რომ მშვიდად ვყოფილიყავი, არ მენერვიულა, რომ მხოლოდ შემოსვლა უნდოდათ… თვითონაც ძალიან მშვიდად იქცეოდნენ,, აცხადებს კატალანო. სტამბის მეპატრონეს, ძმები კუაშების სტუმრობიდან ერთი საათის შემდეგ ერთ-ერთმა მომმარაგებელმა მიაკითხა კარზე… კატალანომ სთხოვა კუაშებს, რომ მისთვის ხელი არ ეხლოთ და გაეშვათ, რაზეც კუაშებმა თანხმობა განუცხადეს და მისცეს საშუალება გაეფრთხილებინა მომმარაგებელი, რომ ის შიგნით არ შემოსულიყო. მომმარაგებელი მაშინათვე მიხვდა რაც ხდებოდა და უმალ დატოვა სტამბის ტერიტორია… საბოლოო ჯამში სწორედ მისგან გაიგო პოლიციამ კუაშების ადგილმდებარეობა.
,,მათთან ერთად სტამბაში ყოფნის პერიოდში, მე ვცდილობდი, რომ ისინი სტამბის სიღრმეში არ შემეყვანა, რომ მათ დამალული ჩემი თანამშრომელი არ აღმოეჩინათ, რაც მოვახერხე კიდევაც… გარკვეული პერიოდის მერე მე რამდენჯერმე ვთხოვე მათ, რომ გავეშვი… რაზეც, მათგან თანხმობა მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ მათი მოსვლის დროს ჩემი საქმე წასული მეგონა, მათთან ერთად ყოფნის პერიოდში, მე შიშის გრძნობა არ მქონია… უნდა ვაღიარო, რომ ძმები კუაშები არ იყვნენ აგრესიულები. მე არ შემქმნია შტაბეჭდილება, რომ ისინი მე რამეს დამიშავებდნენ… არ ვიცი, შიძლება ეს არაბუნებრივად ჟღერს, მაგრამ ასეა… ბოლოსდაბოლოს მათ მე გამიშვეს.,, აცხადებს სტამბის მეპატრონე და კუაშების ერთადერთი მძევალი, მიშელ კატალანო.

banner
წინა სტატიაშიმესი ,,ბარსელონას,, მთავარი მწვრთელის განთავისუფლებას ითხოვს
შემდეგი სტატიახაკერული თავდასხმის შემდეგ „კარფურის“ საიტზე შემდეგი შინაარსის ტექსტი გაჩნდა