მახათას მთაზე ჯვრის აღმართვისთვის ემზადებიან

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე ჯვრის აღმართვისთვის ემზადებიან. აქ ელოდებიან სრულიად საქართაველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორესაც.
როგორც ჟურნალისტებს ფონდ “ივერიისას” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ განუცხადა, დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც მახათას მთაზე მდებარე ტაძარზე ჯვარი აღიმართება.
“ეს ის ტაძარია, რომელსაც მთელი საქართველო აშენებს თავისი შემოწირულობით. ასეთი რამე არ მომხდარა მსოფლიოში და ალბათ აღარც მოხდება. მთელი ღამე არ შეწყვეტილა წირვა-ლოცვა და ხალხის ნაკადი. უამრავი ადამიანი მოვიდა”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, მთავარი მიზანია, ტაძრის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე დასრულდეს და ამ გზით მიულოცონ საქართველოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავეს
შემდეგი სტატია21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა