21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა. როგორც “თაიმერს” სახალხო დამცელის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველი მშვიდობის საერთაშორისო დღეს უერთდება.
“21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა და ის ხალხთა შორის მშვიდობის იდეის გაძლიერებას და გავრცელებას ემსახურება. მშვიდობის საერთაშორისო დღე პირველად 1982 წელს აღინიშნა, 2001 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 სექტემბერი ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობისგან თავის შეკავების დღედ გამოაცხადა.
სახალხო დამცველი და მისი აპარატი უერთდება მშვიდობის საერთაშორისო დღეს. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობის უფლებების დაცვა წარმოადგენს და მიგვაჩნია, რომ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვა კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა”, -ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმახათას მთაზე ჯვრის აღმართვისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატია“მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს ვთხოვო, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს”